ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე Photo]

2026-04-06 18:22:27

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი სანიაღრე არხში ჩავარდა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.