რუსთავში სეს-მა 27 ობიექტი დააჯარიმა

2026-04-06 16:18:19

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტში რუსთავში 27 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 57 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 17 ობიექტიდან, დოკუმენტურად 19, გადაამოწმეს 10.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია 17 ობიექტს რეგისტრაციის გამო დაუწესდა, 6-ს ეტიკეტის არ ქონისთვის, 1-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, 2-ს მითითების შეუსრულებრობისთვის, 1-ს კი მიკვლევადობის გამო.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 177 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 49-დან, 92 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 34, დააჯარიმეს 68.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.