როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს რუსთავში

2026-04-05 18:40:39

მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

6 აპრილს რუსთავში მოსალოდნელია ქარიანი ამინდი. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +19 დღისით, +10 ღამით.

"5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს  (საფრთხის დონე საშუალო)";-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.