2026-03-29 14:04:24
27-28 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ანტონ ჩეხოვის პიესის "სამი დას" პრემიერა შედგა.
პრემიერის დღედ აღნიშნული თარიღები სპეციალურად შეირჩა, რადგან მსოფლიო თეატრის დღე აღინიშნება.
თეატრმა ანტონ ჩეხოვის პიესა "სამი და" ახალი, ორიგინალლური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა.
სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ქორეოდრამის ფორმატში, სადაც სიტყვა მოძრაობით იცვლება და დრამატურგიული ტექსტი სხეულის ენით იწყებს საუბარს. პიესა ემოციურად მძიმე და ტრაგიკული პიესაა, რომელიც აღწერს სამი დის სასოწარკვეთილ ცხოვრებას. სპექტაკლმა ჟესტიკულაციით და მიმიკებით, უსიტყვოდ გადმოსცა ეს მძიმე და დაძაბული ემოციები, რაც პიესაშია ჩაქსოვილი.
მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა და ოვაციებით სრულდებოდა სპექტაკლის ყოველი სცენა.
რეჟისურა და ქორეოგრაფია ეკუთვნის კოტე ფურცელაძეს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარ ქორეოგრაფს. მუსიკალური გაფორმება აგებულია ალფრედ შნიტკეს კომპოზიციებზე, რაც ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს განსაკუთრებულ სიმძაფრეს ანიჭებს.
ვიზუალური სამყარო შექმნილია მხატვარ გიორგი უსტიაშვილის მიერ, ხოლო კოსტიუმებზე იმუშავა ბარბარა ასლამაზმა, ტექნიკური რეჟისურა კი ლიზა გაფრინდაშვილი.