2026-03-29 12:39:07
2024 წელთან შედარებით 2025-ში რუსთავში შობადობა გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს რუსთავში 1057 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წლის მონაცემებს 35-ით აღემატება.
მიუხედავად 2024 წელთან შედარებით გაზრდილი შობადობის რიცხვისა, ბოლო 10 წლის ჭრილში კლება შეინიშნება.
გთავაზობთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსთავში დაბადებულთა სტატისტიკურ მონაცემებს.
2016 - 1940
2017 - 1948
2018 - 1845
2019 - 1575
2020 - 1482
2021 - 1390
2022 - 1301
2023 - 1099
2024 - 1022
2025 - 1057