61 წლის მამაკაცი რომელიც 19 ოქტომბერს ავარიაში მოყვა გუშინ გარდაიცვალა. ცენტრალურ საავადმყოფოში გვითხრეს რომ - "პაციენტი შემოყვანილი იყო უმძიმესი დაზიანებებით, ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობები, დაზიანებული იყო ფილტვი, ჰქონდა თავის ტრამვა, დაერთო პათოლოგიები და თავის ტვინის ინფაქტიც განვითარება რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია".
მე-2 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 19 ოქტომბერს 17:30 საათზე მოხდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 36 წლის მამაკაცი რომელიც საჭეს მართავდა ავარიას უვნებლად გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ეპილეფსიით არის დაავადებული და ავტომობილის მართვის დროს შეტევა ჰქონდა.
მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს შეეჯახა რომელიც მთლიანად მოგლიჯა და შემდეგ სკოლის ღობეს. ვიდეო გადაღებულია 19 ოქტომბერს.