რუსთავში ტყე-ჭალის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა

2026-03-19 16:04:46

რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა.

230 873 კვ.მ-ზე პარკის მოწყობის პროექტირებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონმდა ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

რეკრეაციული სივრცის მომიჯნავედ ასევე დაგეგმილია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდი მოითხოვს, რომ პარკის პროექტირებისას უნდა იყოს აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებული და მოხდეს მათი ინფრასტრუქტურული ბმა/კავშირი.

საპროექტო დოკუმენტაცია, მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგ კომპონენტებს:

დასაგეგმარებელი სივრცეები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
- საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
- დამატებითი სატრანსპორტო კავშირები;
- არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ახალი სამშენებლო ობიექტები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- არქიტექტურული ობიექტები (მაგ. პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების
ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების
მოედანი და სხვა);
- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, შადრევნები);
- ავტოპარკინგი

მცირე არქიტექტურული ფორმები (მაგრამ არ შემოიფარგლება):

- ურნები;
- სკამები;
- სასმელი წყლის შადრევნები;
- ფურნიტურა.

საინჟინრო ინფრასტრუქტურა (მაგრამ არ შემოიფარგლება):

- გარე განათების სისტემა;
- სარწყავი სისტემა;
- ელექტრომომარაგების ქსელი;
- სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები;
- ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები