2026-03-22 14:08:00
აშშ-ში ქართველ ქალს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ინფორმაციას ამერიკული მედია "EYEWITNESS NEWS"ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა ლეიკვიუს ცენტრალურ გზაზე მოხდა. 36 წლის დიანა ქუთათელაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ავტომობილით 113კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ბრალდებული გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და რამდენიმე მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 80 წელს გადაცილებული წყვილი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ქუთათელაძეს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა.
დიანა გირაოს გარეშე დააკავეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.