პოლონეთში 5 ქართველი დააკავეს

2018-02-28 11:45:38

პოლონელ პოლიციელებზე თავდასხმისთვის 13 პირი, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორმა პოლიციელმა 23 თებერვალს ნასვამ მამაკაცებს, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ, საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც მამაკაცებმა სამართალდამცავს ცემა დაუწყეს. მეორე პოლიციელმა კი ჰაერში გაისროლა, რასაც სამართალდამცავების მიმართ ქვების სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ კი პოლიციელმა იარაღიდან 5 პირს ფეხებში ესროლა.

ინციდენტის შედეგად 13 პირი დააკავეს, მათგან რვას პოლიციელზე თავდასხმისთვიის10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე