რუსთავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

2026-03-19 17:18:50

რუსთავში დაკარგულ 76 წლის მამაკაცს ეძებენ. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  მამაკაცის ახლობლებმა განუცხადეს, დაკარგული 19 მარტს დილის 11:00 საათზე გავიდა სახლიდან, თბილისის ქუჩიდან N7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მის მერე ეძებს ოჯახი.

მამაკაცს აცვია ლურჯი შარვალი,შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი.

თუ დაკარგულის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 579 74 00 75 ან 597 97 06 12