2026-03-19 13:27:07
რუსთაველმა მებრძოლებმა თბილისში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
ოთარ ბერიძე 20 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
რუსთაველმა მოჭიდავემ 97კგ-ს ფინალში შალვა მინდორაშვილი 7-0 დაამარცხა.
ასევე, 20 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა თენგიზი ბარბაქაძე.
რუსთაველმა მოჭიდავემ 65კგ-ს ფინალში საბა ქობულაძე 4-1 დაამარცხა.
15 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჩემპიონის ტიტული რუსთაველმა იოანე გავაშელიშვილმა მოიპოვა.
მოჭიდავემ 62კგ-ს ფინალში ბექა ბუქური 1-5 დაამარცხა.