ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

2026-03-15 18:41:49

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული. რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"