2026-03-13 19:52:28
კახაბერ ცხვარაძე 49 წლის თვითნასწავლი მხატვარი რუსთავიდან.
მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერასა და ლიტერატურას, აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში.
კახაბერმა ხატვა 2008 წლის ომში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდში მან ყურძნის ლებნით ეკლესიის კედელი მოხატა. ეს მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო. თვითნასწავლი მხატვარი მუშაობს სხვადასხვა ტექნიკით: ფანქარი, აკრილი, პასტელი და სხვა მედიუმებით.
ხელოვანი 300 ნამუშევრის ავტორია და მისი ნახატები რუსთავის მუზეუმშიც იყო გამოფენილი. გამართა 4 პერსონალური გამოფენა და მონაწილეობა დაახლოებით 30 ჯგუფურ გამოფენაში მიიღო.
მხატვარმა გამოსცა წიგნი „წვეთის მადლი“, სადაც თავმოყრილია მისი ლექსები (წიგნს თან ერთვის მისივე ნახატები). ასევე არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი.