რუსთაველი მორაგბეები ეროვნულ ნაკრებში

2018-02-27 14:10:14

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, ესპანეთთან შესახვედრად 29 კაციანი რაზმი დაასახელა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის წინააღმდეგ ორი რუსთაველი მორაგბე - გიორგი კოშაძე და გიორგი მელიქიძე შეირჩა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ესპანეთს თბილისში, მესხის სტადიონზე, უმასპინძლებს.