რუსთავში, რუსთაველზე რეაბილიტაცია კიდევ 1 კორპუსს ჩაუტარდება

2026-03-11 19:20:55

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე N35 კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

რეაბილიტაცია/გამაგრებითი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 836 497 ლარია გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.