განქორწინების რაოდენობა იზრდება

2018-02-26 19:53:30

საქართველოში განქორწინების რიცხვი იზრდება, სპეციალისტების განმარტებით განსაკუთრებით ეს მაჩვენებელი თბილისშია საგანგაშო. 2017 წლის 6 თვეში 5,031 განქორწინების ფაქტი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემების თანახმად საანგარიშო პერიოდში 10,680 ქორწინებისა და 5,031 განქორწინების ფაქტი დაფიქსირდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 26 წლის განმავლობაში 2016 წელს განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა.