2026-03-05 17:53:18
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთავში რამდენიმე ათას აბონენტს ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 6 მარტს 02:00-დან 03:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს: შარტავას, მე-15, ლეონიძის, ტაშკენტის, მე-16 და მიმდებარე მიკრორაიონებში არსებული კორპუსების ნაწილს.
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს: მე-17, მე-16, მე-18, მე-11 და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.