2026-03-05 12:24:47
ზაჰესი-რუსთავის გზაზე საავტომობილო შეზღუდვაა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით",- ნათქვამია განცხადებაში.