რა გაკეთდება რუსთავის ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის დროს

2026-02-05 12:06:59

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორც ტექნიკური დავალების დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- სპორტული ზონები (ღია კალათბურთის მოედანი, სავარჯიშო სივრცეები);

- არსებული მინი ფეხბურთის მოედანი, ქვიშის ფრენბურთი, სკეიტ პარკის განახლება/ ახლის მოწყობა;

- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;

- არსებული ამფითეატრის და ფანჩატურის რეაბილიტაცია;

- საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;

- დამატებითი სატრანსპორტო კავშირები;

- სასურველია არსებული ტბის სიგრძეში გაზრდა (არსებული დამბის ათვისებით), შემდგომში ნიჩბოსნობის ტურნირების ჩატარების მიზნით;

- ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ, სანაპირო ზოლის ნაწილში, ნავმისადგომის მოწყობა;

- ტბის მიმდებარედ მოეწყოს სანაპირო ზოლი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ღია საშხაპეები, საპირფარეშოები);

- გათვალისწინებული იქნეს არსებული საფესტივალო სივრცეების
შენარჩუნება/რეაბილიტაცია.

 არქიტექტურული ობიექტები (მაგ. ადმინისტრაციის შენობა, პავილიონები, საინფორმაციო
ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების
მოედანი და სხვა);

- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, შადრევნები);

- არსებული ავტოპარკინგის გაფართოება და გადატანა პარკის ცენტრალური შესასვლელიდან
ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მტკვრის მხარეს.

- ტბაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი.

- კულტურის სახლის/ცენტრის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.

- არსებული კუნძულის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.

- პარკში განთავსებულ ნიჩბოსნობის სკოლის და ციფრული განვითარების სივრცემდე
მოეწყოს მისასვლელი სამანქანე გზა.

- პარკის ტერიტორიაზე არსებული არხის ორივე მხარეს მოეწყოს უსაფრთხოების ჯებირი.

ურნები;

- სკამები;

- ჭადრაკის მაგიდები;

- სასმელი წყლის შადრევნები;
- საინფორმაციო მონიტორები;

- მანიშნებლები.

- დეკორატიული მინათებები ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე.

- სარწყავი სისტემა;

- ელექტრომომარაგების ქსელი;

- სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები;

- ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა;

- პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს პარკის ტერიტორიაზე არსებული
საფესტივალო სივრცეების სათანადო საინჟინრო ინფრასტრუქტურით აღჭურვა;

- პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საინფორმაციო და ფონური მუსიკისთვის საჭირო აუდიო
სისტემის მონტაჟი, შესაბამისი მართვის პუნქტით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები