მე-2 დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2026-03-02 16:29:01

მე-2 დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე, გაჩიანის ხიდიდან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.