2026-03-01 17:35:36
გორში ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას აზუსტებს.