2026-02-26 15:52:47
რუსთავში უნებართვო გარევაჭრობისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით, ხოლო ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (სარეალიზაციო საქონლის) კონფისკაცია მოხდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მე-8 მოწვევის საკრებულოს მე-5 სხდომაზე დაამტკიცეს.
წესის მიხედვით, გარემოვაჭრისთვის ჩამორთმეული სარეალიზაციო პროდუქტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.
ხოლო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.