2026-02-26 18:05:45
რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი, გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
არასრულწლოვანს აღენიშნებოდა დაბეჟილობა მარჯვენა ფეხის არეში.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.