2026-02-24 18:53:50
რუსთავში, მოლის შესასვლელთან ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შარტავას გამზირზე, რუსთავი მოლის პარკინგზე ჩასასვლელთან ერთმანეთს, "ფოლკსვაგენი"-ს, "მერსედესი"-სა და "ფორდი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით "ფოლკსვაგენი"-ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოუცურდა და 2 ავტომობილს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.