2026-02-22 15:09:05
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვეროლით დასრულდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
ორმა ადამიანმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს