ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

2026-02-21 17:24:12

ქალაქ დმანისთან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 15 კილომეტრი. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 16:23 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი სოფელ მამიშლოში დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყვა და არავინ დაშავებულა.