სეს-მა ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

2026-02-18 12:30:44

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. 

სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები
შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი. 
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები",- ნათქვამია განცხადებაში.