რუსთავის მუნიციპალიტეტი 500 ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს

2026-02-16 17:45:31

რუსთავის მუნიციპალიტეტი 500 ცალ ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს.

კონტეინერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა.

როგორც ტენდერზე თანდართული ინფორმაციით ირკვევა, მუნიციპალიტეტს სურს შეიძინოს: 350 ცალი 1100 ლიტრიანი, 
50 ცალი 240 ლიტრიანი და 100 ცალი 120 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერი.

ახალი კონტეინერების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 247 000 ლარია გამოყოფილი.