2026-02-02 14:17:42
2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 27 იანვრამდე რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტების ან უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 8 საწარმო დააჯარიმეს.
შესაბამისი ინფორმაცია გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული წერილის საპასუხოდ მიაწოდა.
წერილით ვითხოვდით, მოეწოდებინათ ინფორმაცია 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 27 იანვრის(წერილის გაგზავნის თარიღი) ჩათვლით რომელ საწარმოებში განახორციელეს შემოწმება, სად დაფიქსირდა დარღვევა და რა ოდენობის თანხით მოხდა მათი დაჯარიმება.
საწარმოების ჩამონათვალი, რომლებიც ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტების ან უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდნენ:
1. სს რუსთავის აზოტი - დაფიქსირდა ნორმის გადამეტება და ასევე უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 15 000 ლარით;
2. შპს რუსთავის ფოლადი - დაფიქსირდა ნორმის გადამეტება და ასევე უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 15 000 ლარით;
3. შპს ქართული ცემენტი - დაფიქსირდა ნორმის გადამეტება, დაჯარიმდა 5000 ლარით;
4. შპს სოლო - დაფიქსირდა უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 10 000 ლარით;
5. შპს გია-2019(ცემენტის წარმოება) - დაფიქსირდა უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 10 000 ლარით;
6. შპს სტანდარტ ცემენტი - დაფიქსირდა უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 10 000 ლარით;
7. შპს ლევ 2019(ცემენტის წარმოება) - დაფიქსირდა უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 10 000 ლარით;
8. შპს მშენებელი 2004(ცემენტის წარმოება) - დაფიქსირდა უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, დაჯარიმდა 10 000 ლარით;