სეს-მა 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

2026-02-12 12:41:57

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს.

ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს.

"სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ.

ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო ) - ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი; 

ფიზიკური პირი დ. ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) - ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;
ფიზიკური პირი დ. მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) - ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი ჯანმრთელობის 

ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა; 
შპს ,,ბაკური“ (მის: ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) - ქათმის სარეალიზაციო  სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;

ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) - ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. 
ინდმეწარმე  ი. კ. - (მის: ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) - საქმიანობდა  ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა    კრიტიკული შეუსაბამობები.

ფიზიკური პირი მ. გ.- მის: (ქ. ბათუმში, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5)  ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე  გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. 

სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი",- ნათქვამია განცხადებაში.