როგორია რუსთავი-ლილოს გზაზე 2 დაშავებულის მდგომარეობა

2026-02-11 11:31:04

რუსთავის-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა ლევან მჭედლიძემ განუცხადა.

მისი ცნობით, ერთ-ერთი პაციენტის, 36 წლის მამაკაცის, მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მძიმეა მეორე პაციენტის, 66 წლის ქალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სტაბილურად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-ლოლოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაიღუპა.