2026-02-11 11:21:22
ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. [video]
ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე მოხდა.
"ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მსხდარი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება, ამ დრომდე შეზღუდულია.