სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 50 წლის ემიგრანტი ქალი სახლში შვილის მეგობარმა იპოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლული ქალის საქართველოში მყოფი შვილი დედასთან კავშირზე გასვლას 3 დღის განმავლობაში ცდილობდა, რის შემდეგაც მან დახმარებისთვის თურქეთში მყოფ მეგობარს მიმართა. სწორედ ამის შემდეგ ნახეს 50 წლის ემიგრანტი ქალის ნახევრად შიშველი ცხედარი საცხოვრებელ ბინაში.
ადგილზე ექსპერტ-კრიმნალისტები მუშაობდნენ.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ნახეთ ვიდეო.