2026-01-29 18:19:14
რუსთავის შემოსასვლელში მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგება მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ კომერციულ ფართსაც, რის შემდეგაც მოწესრიგდება გადასასვლელიც.
აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი წლებია მიტოვებულია, რის გამოც ტერიტორიაზე ანტისანიტარია იყო. ამ პრობლემით არაერთ რუსთაველს მოუმართავს "ინფო რუსთავისთვის".