რუსთავში ერთმანეთს ორი ავტობილი შეეჯახა [Photo]

2026-01-28 21:10:41

რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა.

ერთმანეთს "მაზდას" მარკისა და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.