საქართველოში შემოპარვის განზრახვით 7 პირი დააკავეს

2026-01-28 18:30:00

თურქეთში, ქალაქ ართვინში, 7 პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოში  არალეგალურად შემოპარვას ცდილობდნენ. 
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, საბაჟო ზონაში გაჩერებული სატვირთო მანქანა სპეციალური მოწყობიებით შემოწმდა. შემოწმების დროს იდენტიფიცირებული და დაკავებული იქნა სატვირთო მანქანის მისაბმელში დამალული 3 პირი. ასევე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ძებნილი პირების თანამზრახველები დააკავეს.

სამართალდამცავებმა ძებნილი პირები დააკავა და ართვინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.