22 წლის მამაკაცი თევზაობისას დაიღუპა. შემთხვევა წალენჯიხის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარე ჭანისწყალზე ელექტრო მოწყობილეობით თევზაობდა.
დაღუპულის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირმა კურტანიძე