საწარმოო შემთხვევების სტატისტიკა რუსთავში

2018-02-22 10:44:07

საწარმოო შემთხვევების სტატისტიკა რუსთავში. ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსთავში 7 საწარმოო შემთხვევა მოხდა, აქედან 3 ფატალურად დასრულდა, კერძოდ 2014 წელს მეტალურგიულ ქარხანაში ღუმელის შეკეთებითი სამუშაოს შესრულების მომენტში მამაკაცი ძაბვის ქვეშ მოყვა და დაიღუპა. 2016 წელს კი რუსთავის აზოტში 63 წლის მამაკაცი ამწეკრანის ბორბლებსა და ლიანდაგს შორის მოყვა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო რამაც სიკვდილი გამოიწვია. ამავე წელს მშვიდობის ქუჩაზე სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა ხარატი.

რაც შეეხება საწარმოო ტრავმებს: 2013 წლიდან დღემდე რუსთავში საწარმოო ტრავმა სულ 7-მა ადამიანმა მიიღო. კერძოდ: 25 წლის და 63 წლის მამაკაცმა ჯეოსთილის ქარხანაში ღუმელის  აფეთქების შედეგად სახის დამწვრობები მიიღეს,ასევე მძიმე დამწვრობები მიიღო ორმა მეტალურგმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადის ნადნობის გადასხმის შედეგად.

ძლიერი დამწვრობები მიიღეს ცემენტის ჩამსხმელი ამწის ოპერატორმა და მუშამ ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობაზე. საწარმოო ტრამვა მიიღო ასევე ერთმა მეფოლადემ რუსთავში.

საწარმოო შემთხვევების სტატისტიკა "ინფო რუსთავმა" საქართველოს პოფკავშირებიდან გამოითხოვა.