რუსთაველი გოგონა ბრიტანეთში გააგრძელებს სწავლას

2026-01-19 14:59:05

რუსთაველმა ნინი შველიძემ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად 5 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა განუცხადა, სამაგისტრო პროგრამის სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ფაკულტეტზე საზღვარგარეთ სურს, რისთვისაც ბრიტანეთის 4 უნივერსიტეტში აპლიკაციები გაგზავნა.

ამ ეტაპზე უკვე მოუვიდა პასუხი ბრიტანეთში "ქვინბელფასტის" უნივერსიტეტიდან, სადაც ნინი ჩაირიცხა და სწავლის გასაგრძელებლად 5 000 ფუნტის დაფინანსებაც მოიპოვა.

ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მოუვიდა ბრიტანეთში "ეგზეტერის"  უნივერსიტეტიდან და ელოდება დაფინანსების შესახებ პასუხებს.