რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა [Video]

2026-01-16 14:16:06

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, მომსახურეობის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთმანეთს "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "სკანიას" მარკის სატვირთო შეეჯახა. 
შემთხვევის შედეგად დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.