2026-01-15 16:51:10
რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო სოფლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოებს ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი" თანამშრომლები ახორციელებენ.
ქალაქის მასშტაბით მოისხნება საახალწლო განათებებიც.
სადღესასწაულო მორთულობების დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.