რუსთავში CGC-ის აბონენტებს ინტერნეტი გაეთიშათ

2026-01-15 11:19:06

რუსთაველ აბონენტებს CGC-ის ინტერნეტი არ მიეწოდებათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანიაში განუცხადეს, ინტერნეტის გლობალური გათიშვა ფიქსირდება.

კომპანიაში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ და აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება უახლოეს პერიოდში არუდგებათ.