მეზობელმა მეზობელი ქალი მოკლა

2026-01-14 17:55:54

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი ქალი მოკლა და სავარაუდო დამნაშავეს, სავარაუდოდ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს",- ნათქვამია განცხადებაში.