2026-01-11 12:42:57
რუსთავში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საშაურმე და ხორცის მაღაზია დახურეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
ლიპარტელიანის თქმით, ორივე ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე დაიხურა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დარღვევა ორივე ობიექტმა გამოასწორა და ოპერირებას განაგრძობენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტების დასახელებისგან თავს იკავებს.