2026-01-11 12:20:40
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში რუსთავში 9 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 5 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 4 ობიექტიდან, დოკუმენტურად 23, გადაამოწმეს 130.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია 2 ობიექტს რეგისტრაციის გამო დაუწესდა, 2-ს ეტიკეტის არ ქონისთვის, 2-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, 2-ს კრიტიკული შეუსაბამობისთვის, 1-ს მითითების შეუსრულებრობისთვის.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 51 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 20-დან, 100 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 363, დააჯარიმეს 17.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.