გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

2026-01-09 18:46:52

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო გზებზე გადაადგილება იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე (კმ 93 - კმ 107) ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხეა. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე, გზის მონაკვეთი გაიწმინდება და გადაადგილება სრულად აღდგება";- წერია განცხადებაში.