რუსთავში ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

2026-01-07 11:11:06

რუსთავში ოჯახი 32 ნიკოლოზ მიკირტიჩიანს ეძებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის დედამ განუცხადა, მისი შვილი 5 იანვარს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

აცვია ნაქსოვი ღია ფერის ჟაკეტი, ხაკის ფერი შარვალი, ლურჯი ფეხსაცმელი.

თუ დაკარგულის შესახებ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 579 78 28 34