2026-01-06 13:41:08
რუსთავში სიმაღლიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულიდან 98 წლის ქალი გადმოვარდა და დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.