ხანძარი რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე [photo]

2026-01-01 15:14:56

ხანძარი რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ე.წ. "სტამბულის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრალური სექტორის გარე სივრცეში ცეცხლი სავარაუდოდ ერთერთ დახლს წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დასავებულა.