2025-12-31 17:39:30
შორ მანძილზე მიკროავტობუსების გადაადგილების შეზღუდვა 2 წლით გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს.
განცხადების თანახმად გადაადგილების რეგულაციები ამოქმედდება 2027 წლიდან.
შეგახსენებთ რომ, პირველად ეს რეგლამენტი 2024 წელს დამტკიცდა, რაც გულისხმობდა 2025 წლის 1 ივნისიდან შეზღუდვის ამოქმედებას. 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით შეზღუდვა გადავადდა 2026 წლის 1 იანვრამდე, დღესდღეობით კი კანონი გადავადდა 2027 წლის 1 ივნისამდე.